Sunday, April 9, 2017


დღე   VIII


  დღევანდელი ტრენინგი ძალიან საინტერესო იყო. ვისაუბრეთ, როგორ შევუჭყოთ ხელი ბავშვის თვითრეგულირებას და რაში დაეხმარება ეს ბავშვს სასწავლო პროცესში.
გავეცანით ინტელექტის სახეობებს და კონკრეტულ აქტივობაში თითოეულ მათგანს რა სახით გამოვიყენებდით.  ტრენინგის მსვლელობისას ასევე ვისაუბრეთ მოსწავლეთა განსხვავებულ საჭიროებებზე, რომელი განსხვავებული გზები გამოვიყენეთ

Saturday, April 8, 2017

დღე  VII

  დღევანდელი დღე საინტერესო იყო იმ მხრივ, რომ გავეცანით მოსწავლის სწავლის შეფასებას და მათ ჩართულობას შეფასების პროცესში. განვიხილეთ პროექტის გეგმების, ჩეკლისტების რუბრიკების შექმნა, ასევე რა სირთულეები შეიძლება გამოვლინდეს სწავლის პროცესში და როგორ მოახდინონ მოსწავლეებმა უკუკავშირი თანატოლებთან.
ტრენინგის მსვლელობისას ვისაბრეთ იმ ფორმებზე, რომლებიც განუვითარებს მოსწავლეებს მაღალ სააზროვნო უნარებს.
  ამ მხრივ ვთვლი, რომ დღევანდელი დღე იყო ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო.


Sunday, April 2, 2017


დღე  V- VI

  დღევანდელი დღე ძალიან ნაყოფიერი იყო. გავერთიანდით ჯგუფებად და ავაწყვეთ შეფასების სტრატეგიები, რაც დაგვეხმარა შეძენილი ცოდნის მობილიზებაში. წყვილებში შევაფასეთ ერთმანეთის პორტფოლიოები, გავაკეთეთ კომენტარები, მივეცით ერთმანეთს რჩევები. მივიღეთ უკუკავშირი, რათა სხვისი თვალით დავინახეთ საკუთარი თავი და გავითვალისწინეთ რჩევები. განვიხილეთ და შევისწავლეთ პროექტის ბოლოს შესასრულებელი სამუშაოები. გავიგეთ ინფორმაცია საავტორო უფლებების დაცვასთან დაკავშირებით და გავიგეთ როგორ არ უნდა დავარღვიოთ , რომ არ ჰქონდეს ადგილი ფლაგიატიზმს. გავუზიარეთ ერთმანეთს პროექტის შესახებ ინფორმაციები და მივიღეთ უკუკავშირი ჯგუფის წევრებისგან, რომელსაც გავითვალისწინებ პროექტის მსვლელობის დროს. რჩევები დამეხმარება პროექტის უკეთ წარმართვაში.
 დღე III - IV

     გავეცანი შეფასების სტრატეგიებს, მათი დახმარებით პროექტის ფარგლებში შევავსე დროში გაწერილი გეგმა, რომელიც იყოფოდა სამ კატეგორიად: მეთოდები და ინსტრუმენტები პროექტზე მუშაობის დაწყებამდე, მეთოდები და ინსტრუმენტები პროექტზე მუშაობის პროცესში და პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ.
    ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღე ნაყოფიერი იყო. მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ პროექტის დაგეგმვისას. რაც უფრო მრავალფეროვანი იქნება მეთოდები და ინსტრუმენტები, მით უფრო კარგად მივაღწევ პროგრესს მოსწავლის კრიტიკული აზროვნების განვითარებაში.

პროექტის პორტფოლიო